მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

"საპარტნიორო ფონდის" თანამშრომლები 3 თვის განმავლობაში ხელფასის 1/3-ს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ

საპარტნიორო ფონდი
1585896292
COVID-19

"საპარტნიორო ფონდი" საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივას შეუერთდა. ფონდის თანამშრომლები მომდევნო 3 თვის განმავლობაში ხელფასის 1/3-ს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ.

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის განცხადებით, დღეს საქართველო, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, ურთულესი გამოწვევის წინაშე დგას.

„ეპიდემიასთან ბრძოლაში ერთმანეთის გვერდში დგომა და სოლიდარობა ძალიან მნიშვნელოვანია. პირადად მე, როგორც პროფესიით ექიმი და სამედიცინო განათლების მქონე ფონდის სხვა თანამშრომლები, ასევე, ვუერთდებით პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ბატონი დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივას პაციენტებთან საექიმო პრაქტიკულ საქმიანობაში ჩართვასთან დაკავშირებით და ვაცხადებთ მზაობას, საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ დროს პროფესიულად ჩავერთოთ ეპიდემიასთან ბრძოლაში,“ განაცხადა დავით საგანელიძემ.

სს „საპარტნიორო ფონდი" არის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი რომელიც დაარსდა 2011 წელს.

ფონდს მინიჭებული აქვს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის რეიტინგი "BB", რაც საქართველოს საკრედიტო რეიტინგის თანასწორია.