მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საფრანგეთში კორონავირუსით ერთ დღეში 1 120 ადამიანი დაიღუპა

კორონავირუსი ესპანეთი
1585944694
COVID-19

საფრანგეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 1 120 ადამიანი გარდაიცვალა, რის შედეგადაც ქვეყანაში ინფექციით დაღუპულთა საერთო რაოდენობა 6 507-მდე გაიზარდა.

ერთ დღეში ვირუსით ინფიცირების 5 233 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში კორონავირუსი 64 333 ადამიანს აქვს დადასტურებული.

ახალი კორონავირუსი მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული. ამ დროისთვის, მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირებულთა რიცხვი 1 087 374-ს შეადგენს, გარდაცვლილია 58 392 ადამიანი.