მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საშიშია თუ არა წაულასგან მუტირებული კორონავირუსის შტამი?

წაულების დახოცვა
1606224564
COVID-19

დანიამ მიმდინარე წლის სექტემბერში მიიღო გადაწყვეტილება, რომ 17 მილიონი წაულა მოეკლა მას შემდეგ, რაც ათობით ადამიანი დაინფიცირდა კორონავირუსის მუტირებული ფორმით ჩრდილოეთ იუტლანდიაში. ინფორმაციას euronews ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როდესაც წაულა დაინფიცირდა და მისგან ადამიანს გადაეცა ვირუსი. დაადგინეს, რომ ასეთ შემთხვევაში ინფიცირების გადაცემის მრავალმხრივი ფორმა არსებობს, თუნდაც ადამიანიდან ადამიანზე.

წაულასგან ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა იტალიაში, ესპანეთში, შვედეთსა და შეერთებულ შტატებში.

განსხვავებული იყო ინფიცირება დანიაში. აქ მათგან ინფიცირებულ ადამიანებში დაფიქსირდა კორონავირუსის მუტაცია, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ შესაძლოა ახალი და პოტენციურად უფრო საშიში შტამები განვითარდეს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანახმად, მას შემდეგ რაც კორონავირუსი გამოჩნდა, მისი მუტაცია დაახლოებით 20-ჯერ მოხდა. 2020 წელს აღებული ნიმუშის მიხედვით ამ მუტაციამ ვირუსი შეასუსტა.

„მუტაცია შესაძლოა უფრო მწვავე იყოს, როდესაც ვირუსი გადადის ერთი სახეობიდან მეორეზე. ვირუსი ადაპტირდება და ვითარდება ახალ მასპინძელში, სხვადასხვა ბიოლოგიური და გენეტიკური შემადგენლობით. როდესაც ის გადაეცემა თავდაპირველ სახეობას, შეიძლება იყოს უფრო ძლიერი და მდგრადი.

ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენ გაქვთ იმუნიტეტი კორონავირუსის ერთ შტამზე (მაგალითად ვაქცინის საშუალებით), მაგრამ შემდეგ თქვენთან მოხვდება სხვა შტამი, რომელიც სხვადასხვა სახეობაში გარდაიქმნა, შეიძლება არ გქონდეთ იმუნიტეტი მის მიმართ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი შტამი შეიცვალა, მეცნიერებმა ჯერ არ იციან, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ვირუსი უფრო მომაკვდინებელია.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 რუსული ვაქცინის ღირებულება 20 დოლარზე ნაკლები იქნება

👉 პირის ღრუს გამორეცხვას შეუძლია COVID-19 30 წამში მოკლას