მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საუნივერსიტეტო კლინიკაში 7 პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება

კორონავირუსთან ბრძოლის ცენტრი
1586094100
COVID-19

თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ექიმ ლევან რატიანის ინფორმაციით, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში პაციენტების რაოდენობა გაიზარდა.

როგორც რატიანმა აღნიშნა, ამ დროისთვის კლინიკაში კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი 7 პაციენტიდან ერთ-ერთის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

"ამ ეტაპზე კლინიკაში სულ არის 61 პაციენტია, 47 პაციენტი ინფიცირებულია, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში იმყოფება 7 პაციენტი, სამწუხაროდ მათი რიცხვი გაიზარდა. ჩვენი კლინიკა ემსახურება მთელი ქვეყნის მასშტაბით კრიტიკულ პაციენტებს, აქედან ერთ-ერთის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე. პაციენტი არის 67 წლის. ასევე არის 42 წლის მამაკაცი,რომელიც გუშინ შემოიყვანეს. მასადც დაუდასტურდა კოვიდინფექცია. პაციენტთან გამოვლინდა მწვავე რესპირატორუსლი სინდრომი. მოთავსებულია კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, ნებისმიერ დროს შესაძლებელია პაციენტი გადაყვანილ იქნას მართვით სუნთქვაზე", - განაცხადა ლევან რატიანმა.

ცნობისთვის, 5 აპრილის მონაცემებით საქართველოში 170 ადამიანია კორონავირუსით ინფიცირებული.