მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შენჯენში კოვიდინფიცირების ფაქტის დაფიქსირების გამო სავაჭრო მოლი დაიხურა

სავაჭრო ცენტრი
1597416060
COVID-19

შენჯენში კოვიდინფიცირების ფაქტის დაფიქსირების გამო სავაჭრო მოლი დაიხურა. 200 ადამიანი ტესტის შედეგს ელოდება. ვირუსის ახალი აფეთქების შანსი დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება.

ჩინეთში საიდანაც კორონა მთელ მსოფლიოში გავრცელდა, ინფიცირების შემთხვევათა მატება მარტში შეჩერდა. ბოლო 5 თვეში მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 21 მლნ-ით გაიზარდა, ჩინეთში კი მხოლოდ 4000-ით.

შენჯენი ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით გუანდუნის პროვინციაში მდებარეობს. მოსახლეობა 12.5 მილიონი. 1980 წელთან შედარებით 40-ჯერ მეტი.

1979 წელს დენ სიაო პინმა მეთევზეთა სოფელში სოციალიზმი მთლიანად უარყო. დაუშვა კერძო საკუთრება, უცხოელ მწერამეებს კარი გაუღო, გადასახადები თითქმის ნულამდე დასწია და უცხოური ვალუტის ბრუნვაც კანონიერად ცნო. მასშტაბური რეფორმის შედეგი ძალიან მალე დადგა.

წლიური 10%-იანი ეკონომიკის ზრდა განვითარებად ქვეყანაშიც კი საკმადო კარგი შედეგია და ამავე დროს, რთულად მისაღწევი. შენჯენის ეკონომიკა 1981-1993 წლებში წელიწადში 40%-ით იზრდებოდა. ანუ ჯამში 56-ჯერ, 5600%-ით გაიზარდა.