მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უამრავი შემთხვევა გვაქვს, როდესაც ხანგრძლივი კონტაქტით არ ინფიცირდებიან“ - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი
1606814460
COVID-19

„ამჟამად 7 კორონავირუსის შტამია ცნობილი, რომელიც ადამიანს ასნებოვნებს“, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს.

როგორც მან აღნიშნა, 7 შტამიდან 4 იწვევს მსუბუქ გაციებით დაავადებებს, რომელიც წელიწადში რამდენჯერმე გვემართება.

„არსებული 7 შტამიდან მხოლოდ 3 იწვევს მძიმე ეპიდემიას. ეს გახლავთ სარსი, მერსი და კოვიდი.

თუ ბავშვებმა და მოზრდილებმაც გადაიტანეს 4 შტამით გამოწვეული ინფექცია, რომელიც მსუბუქ გაციებით დაავადებებს იწვევს შეიძლება ჯვარედინი იმუნიტეტი განუვითარდეს.

მსუბუქი კორონავირუსით ინფექციის გადატანამ ხელი შეუწყოს კორონავირუსის საწინააღმდეგო იმუნიტეტის გამომუშავებას. ეს ჯერ დადგენილი არ არის“, - დასძინა თენგიზ ცერცვაძემ.

როგორც მან განაცხადა, დადასტურებულია რომ კორონავირუსის მიმართ ყველა ორგანიზმს ერთნაირი მიმღებლობა არ აქვს.

„არიან პაციენტები, ვინც იოლად ავადდებიან მინიმალური კონტაქტებით და აგრეთვე არიან ადამიანები, რომლებიც მჭიდრო (დიდი ხნის) კონტაქტში იყვნენ ინფიცირებულთან და არ დაავადდნენ კორონავირუსით. ასეთი უამრავი მაგალითია.

მაგალითად, ასეთი შემთხვევაა, როდესაც ოჯახის წევრებიდან მხოლოდ 1 ავადდება“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ სატელევიზიო ეთერში.

ცნობისთვის, დღეს, პირველ დეკემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

🛑 გადაეცემა თუ არა ჩვილს კორონავირუსის ანტისხეულები ძუძუთი კვების დროს?

🛑 ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში