მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შსს-ს სტრუქტურულ დანაყოფებში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა ახლოდან ორთაჭალაში
1586069930
COVID-19

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებოდ შექმნილი სამუშაო ჯგუფები საპოლიციო დანაყოფებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ.

სამუშაოები მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებშიც მიმდინარეობს.

სამუშაოები მასშტაბურია და პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სპეციალური ხსნარებით მუშავდება სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეული, ჯამში 241 -ზე მეტი ობიექტი.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ყველა ფილიალში რეგულარულად ტარდება.