მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სინოვაკის“ ვაქცინა ბავშვებში 3-დან 17 წლამდე უსაფრთხოა“- თამარ ჟამურაშვილი

ჩინური ვაქცინა სინოვაკი
1625428916
COVID-19

„სინოვაკის“ ვაქცინა ბავშვებში 3-დან 17 წლამდე უსაფრთხოა, - ამის შესახებ თამარ ჟამურაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნდა 1 და 2 ფაზის შუალედური შედეგები. კვლევა ჩატარდა 550 მონაწილეზე (n=71 ფაზა 1 და n=479 ფაზა 2).

გვერდითი მოვლენების უმრავლესობა ლოკალური ტკივილის სახით გამოიხატა, მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის იყო და დაახლოებით 26%-ში გამოვლინდა.

სეროკონვერსია (ანტისხეულების გამომუშავება) მე-2 ფაზაში 186 მონაწილიდან 180-ს აღენიშნებოდა (96,8 %) 1,5-μg-ჯგუფში (დოზა) და 180 მონაწილიდან 180-ს (100,0 %) 3,0-μg-ჯგუფში (დოზა).

საინტერესო შედეგებია. ველოდებით მე-3 ფაზას!“ - წერს თამარ ჟამურაშვილი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

რამდენად ეფექტურია „სინოვაკის“ ჩინური ვაქცინა COVID 19-ის დელტა შტამის წინააღმდეგ?