მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოხუმი რუსეთთან საზღვარს კეტავს, კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გუდაუთას კლინიკაშია

ოკუპირებული აფხაზეთი
1586279819
COVID-19

აფხაზეთის ტერიტორიაზე, COVID 19 პირველ პაციენტს გაგრაში დაუდგინეს და ის გუდაუთას კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის საიტზე გამოქვეყნდა.

ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დე ფაქტო რეჟიმი რუსეთთან საზღვარს 8 აპრილიდან ნებისმიერი კატეგორიის მოქალაქისთვის ჩაკეტავს. ფსოუზე საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის საიტზეა გამოქვეყნებული. „დოკუმენტში“ ასევე ნათქვამია, რომ ფსოუზე გავლა შეუძლიათ მხოლოდ დიპლომატებს, რუსეთის უშიშროების სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს წარმომადგენლებსა და აფხაზეთში რუსეთის გაერთიანებული სამხედრო ბაზის წარმომადგენლებს.