მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოლოღაშვილი: კოვიდინფიცირებულთა მკურნალობის ხანგრძლივობა 43 დღეც ყოფილა

ბოჭორიშვილის კლინიკა
1590648351
COVID-19

ბოჭორიშვილის კლინიკაში 32 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, აქედან 11 მოზარდია. პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.

"ბავშვების მდგომარეობა საკმაოდ მსუბუქია. გამოხატული იყო უმრავლესობაში პნევმონია, მაგრამ მათი სუბიექტური შეგრძენებები იყო საკმაოდ მსუბუქი. პნევმონია მკურნალობას საკმაოდ კარგად ექვემდებარებოდა ყველა ბავშვის შემთხვევაში.

მძიმე პაციენტი დაახლოებით 8-9 დღის წინ გვყავდა, ის უკვე პალატაშია გადასული", - აღნიშნა მაკა სოლოღაშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, ბოჭორიშვილის კლინიკაში კოვიდინფიცირებულთა მკურნალობა 42-43 დღეც გაგრძელებულა, სხვა კლინიკებში მეტი ხანგრძლივობაც ფიქსირდება.

"ამ ეტაპზეც გვყავს საკმაოდ ხანგრძლივი მკურნალობის პაციენტები", - აღნიშნა მაკა სოლოღაშვილმა.