მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოლომონ პავლიაშვილი: მესტიიდან გასაყიდ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციასაც გამოვიტანთ

ვირუსი მესტიაში
1597150537
COVID-19
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, სოლომონ პავლიაშვილის განცხადებით, მესტიის მუნიციპალიტეტში საკვები პროდუქტების შეუფერხებელ მიწოდებას სადისტრიბუციო კომპანიები უზრუნველყოფენ, რომლებთანაც ტექნიკური საკითხები უკვე შეთანხმებულია.

როგორც პავლიაშვილმა მესტიაში ვიზიტისას განმარტა, მუნიციპალიტეტიდან გასაყიდ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციასაც გამოიტანენ.

„ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, მოსახლეობის საჭიროებებით ჩვეულებრივ რეჟიმში უზრუნველსაყოფად. ამის დიდი გამოცდილება გვაქვს მარნეულში, ბოლნისსა და ყარაჯალარში“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ცნობისთვის, მესტიაში, 10 აგვისტოს, კორონავირუსის 17 შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ, მთავრობის გადაწყვეტილებით, უშგულში, ლენჯერსა და მესტიაში გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდა.

ამ დროისთვის, მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე 500-მდე ნიმუშია აღებული. ყველაზე ცხელი წერტილი სოფელი ლენჯერია.