მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამარ გაბუნია: უკვე ჩამოსულია ანტიგენზე-2000 და ანტისხეულზე დამყარებული 4000 სწრაფი ტესტი

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე 2020
1585645963
COVID-19

"200 სწრაფი ტესტი, რომელიც ანტიგენზეა დამყარებული, რომელიც საჭიროებს მარტივ ანალიზატორს იმისტვის, რომ ისევ "პისიარ" ტექნოლოგიით შესრულდეს ტესტირება, ქვეყანაში კვირას ჩამოვიდა. ჩვენ სპეციალისტებთან ერთად გადავწყვეტთ, რომელ კლინიკაში მოხდება ამ ტესტების გამოყენება",- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ასევე ჩამოვიდა ანტისხეულებზე დამყარებული 4000 ტესტი, რომელიც პასუხს შედარებით გვიან იძლევა.

"ამ ორივე ტესტს თავის ადგილი აქვს დიაგნოსტიკურ ალგორითმში",-აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

როგორც მან განაცხადა, სწრაფი ტესტების მოწოდებაზე მოლაპარაკებები ჩინეთსა და სამხრეთ კორეასთან მიმდინარეობს. ასევე განიხილება "ცეფეიდთან" თანამშრომლობა.

"ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები "ცეფეიდთან", რომელიც "პისიარ" ტექნოლოგიაზე დამყარებული კარტრიჯების ერთადერთი მწარმოებელია. ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ მაღალი სარწმუნოობასა და სწრაფ ტესტირებაზე. იმედი გვაქვს, რომ აპრილის ბოლოს გვექნება პასუხი თუ როდის მიიღებს საქართველო "ცეფეიდის" კარტრიჯებს",- განაცხადა თამარ გაბუნიამ.