მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისი 684, აჭარა 351- როგორია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების არეალი?

თბილისის ანძა მთაწმინდაზე
1604127705
COVID-19

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1 673 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან უმრავლესობა თბილისში დაფიქსირდა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

დღეს დადასტურებული შემთხვევების რეგიონული განაწილება ასეთია:

✔️თბილისი - 684

✔️აჭარა - 351

✔️ქვემო ქართლი - 75

✔️იმერეთი - 214

✔️შიდა ქართლი - 98

✔️გურია -41

✔️სამეგრელო-ზემო სვანეთი -86

✔️კახეთი -52

✔️მცხეთა-მთიანეთი - 23

✔️სამცხე-ჯავახეთი- 33

ნათია მეზვრიშვილის განმარტებით, ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 912. 4 136 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 037, აჭარაში - 699.

მძიმე პაციენტების რიცხვი ქვეყნის მასშტაბით 511-ია, მათ შორის, თბილისში - 256, აჭარაში - 77.

აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 208 პირი - მათ შორის, თბილისში - 91, აჭარაში - 76. 2 245 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 145 - აჭარაში, ხოლო 822 - თბილისში. 9 531 მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეშია 3 001 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 596, აჭარაში-1 435.

სულ 6-30 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 10 379 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 30 467 პირი, საიდანაც თბილისში - 3 515 პირი, აჭარაში - 12 996, იმერეთში - 3 997.

ამჟამად ქვეყანაში საერთო ჯამში კოვიდინფიცირების 38 936 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 22 691 ადამიანი განიკურნა, 307 კი გარდაიცვალა.

🔊საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს გამოვლინდა