მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისის ინფექციურში კორონავირუსით ინფიცირებული სამი ბავშვი მკურნალობას განაგრძობს

ინფექციურის ცენტრი
1585551532
COVID-19

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 29 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის სამი ბავშვია. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

"ჩვენთან ამ ეტაპზე 29 პაციენტი რჩება. 17 განკურნებული უკვე გაეწერა ჩვენგან, მათ შორის 2-მა ბავშვმა დატოვა კლინიკა. 3 ბავშვი ჯერჯერობით კლინიკაში რჩება. ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - აღნიშნა მარია ეზუგბაიამ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 97 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 18 უკვე გამოჯანმრთელდა.