მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისში კორონავირუსით 32 წლის ქალი გარდაიცვალა

klinika jerarsi
1603795596
COVID-19

26 ოქტომბერს კლინიკა „ჯერარსში“ 32 წლის კოვიდინფიცირებული ქალი გარდაიცვალა. ინფორმაცია ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს კლინიკის მენეჯერმა დაუდასტურა.

მისი თქმით, 32 წლის პაციენტის გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსი გახდა.

„გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსისგან გამოწვეული სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ფილტვების ანთება გახდა“, - აღნიშნა მარიკა ხუციშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს ჭარბი წონა აწუხებდა, გარდაცვალების მიზეზი კი „კოვიდ-19“ გახდა.

🔊 ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსისგან 23 პაციენტი გარდაიცვალა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ 👇

👉 ინფორმაცია კორონავირუსით გარდაცვლილი 23 ადამიანის შესახებ