COVID-19

თენგიზ ცერცვაძე: 2-3 კვირაში გაირკვევა, როგორ გადავიტანეთ შეზღუდვების მოხსნა

ინფექციური კლინიკის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, 2020
20:32 23.05
დაკოპირებულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის დასრულებისა და კომენდანტის საათის მოხსნიდან 2-3 კვირა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ვირუსის ინკუბაციის პერიოდი 14 დღეს გრძელდება.

როგორც ინფექციონისტი ამბობს, იმისთვის, რომ ისევ არ გახდეს შეზღუდვების დაწესება საჭირო, აუცილებელია, ჰიგიენის წესები, დისტანცია და, ზოგადად, რეკომენდაციები დავიცვათ.

„შეზღუდვების მოხსნიდან თუ უახლოესი 2 კვირის განმავლობაში გეყოლება დღეში არაუმეტეს 20 პაციენტისა, ეს იქნება ძალიან კარგი და მერწმუნეთ, საზოგადოება ვერცკი გაიგებს, არის თუ არა ვირუსი ქვეყანაში. თუ ჩვენ გვინდა შეზღუდვების მოხსნა უპრობლემოდ გადავიტანოთ და აღარ გახდეს მათი დაწესება საჭირო, ის წესები, რომლებსაც რეკომენდაციის სახით ვიძლეოდით - დისტანცია, ხელის დაბანა და ა.შ., თვითშეგნებით უნდა შეასრულონ. ძალიან მნიშვნელოვანია 2-3 კვირა, რადგან 14 დღე არის ვირუსის ინკუბაციის პეროდი. ამის შემდეგ უკვე შეიძლება საუბარი, თუ როგორ გადაიტანა საზოგადოებამ შეზღუდვების მოხსნა“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ „იმედის“ ეთერში.

საქართველოში კორონავრუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. დღემდე ინფიცირების 728 შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაცვლილია 12 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 509 პაციენტი.

იპოთეკური სესხი

სახელმწიფო იპოთეკურ სესხებზე ნაწილობრივ...

სახელმწიფო იპოთეკური სესხის ამღებ პირებს 20%-იან გარანტორად ჩაუდგება. ამის შესახ...
"კოვიდი სულ რომ არ არსებობდა, უხსოვარი დროიდან, ყველა კულტურული ერი საჭიროდ თვლიდან, რომ საპირფარეშო...
20:26
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, გიგი წერეთელი აზერბაიჯანის...
20:06
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯანმრთე...
19:57
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით იმუშავებენ. მოსახლეობისთვის ნაკლები...
19:44
ტურისტები თბილისში ტურიზმის გახსნისთვის სამთავრობო რეგულაციები მ...
სტანდარტები და რეგულაციები, რომელთა დაკმაყოფილება ტურიზმის სექტორში მოქმედ ყველა სუბიექტს მოუწევს, ხ...
ეროვნული ბანკი რეგულირების ლაბორატორიას...
ეროვნულმა ბანკმა რეგულირების ლაბორატორიის (სენდბოქსის) ჩარჩოს შექმნისა და მისი გ...
სათბურის აირების გაფრქვევების შესახებ ონ...
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით საქართველოში სათბუ...
დაბა ქედაში, მემედ აბაშიძის ქუჩის რეაბილ...
დაბა ქედაში, მემედ აბაშიძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ქედის...