მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თენგიზ ცერცვაძე: 6 კრიტიკული პაციენტი გვყავს, თუმცა უიმედო არცერთი არ არის

თბილისის ინფექციური კლინიკის დირექტორი, 2020
1585508013
COVID-19

"კრიტიკულ მდგომარეობაში კორონავირუსით ინფიცირებული 6 პაციენტია, თუმცა უიმედო არცერთი არ არის", - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ 6 პაციენტიდან სამის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა.

"6 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მათგან სამი პაციენტის მდგომარეობა რჩება სერიოზული, სადაც პროგნოზი ჯერ არ გადაწყვეტილა, დანარჩენმა სამმა უკვე პირი იბრუნა სიკეთისკენ. ესენი ისეთი პაციენტები არიან, არ შეიძლებოდა მათ შემთხვევაში კრიტიკული მდგომარეობა არ ყოფილიყო.

მაგალითად ბათუმში მოხვდა 77 წლის პაციენტი, რომელიც ფსიქიურად დაავადებულია. ორმაგი მოქალაქეობა აქვს, ამერიკის და საქართველოს, არ ახსოვს როგორ ჩამოვიდა. ბათუმში იმყოფებოდა ოჯახში, კიდევ კარგი იმ ოჯახმა გამოიჩინა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რომ შეხედეს და სიმპტომები ჰქონდა მოიყვანეს. თავისი ფსიქიკური მდგომარეობის გამო უარს აცხადებდა ყველაფერზე, მოკვლევაზე, მკურნალობაზე, ეს კრიტიკულებიდან ერთ-ერთია და იქაც გამოჯანმრთელების იმედი არსებობს", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ "იმედის" ეთერში.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 91 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 18 უკვე გამოჯანმრთელდა.