მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თენგიზ ცერცვაძე: ჩემი რეკომენდაციაა, რომ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა

ინფექციური კლინიკის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, 2020
1586371457
COVID-19

საქართველოს ინფექციური კლინიკის დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ეკონომიკის აღდგენისა და კორონავირუსის დამარცხების მიზნით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება აუცილებელია.

ინფექციონისტმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიმართა და აუხსნა, რომ მკაცრი კარანტინის რეჟიმის მალე დამთავრების ერთადერთი საშუალება რეკომენდაციებისა და მოთხოვნების გათვალისწინებაა.

"ვფიქრობ, უნდა გაგრძელდეს საგაგებო მდგომარეობა თუნდაც 2 კვირით. მივმართავ მოსახლეობას, რაც უფრო ზუსტად შევასრულებთ საგანგებო მდგომარეობის მოთხოვნებს, მით უფრო ჩქარა დასრულდება ის. ჩვენ ვალდებული ვართ, არამარტო შევაჩეროთ ეპიდემია, არამედ უკან დაიხიოს მან, რადგან ეკონომიკური კეთილდღეობა და ქვეყნის პერსპექტივა აღდგეს, ეს ყველაფერი მთლიანადაა იმაზე დამოკიდებლი, თუ რამდენად ზედმიწვენით შევასრულებთ რეკომენდაციებს", - განაცხადა ცერცვაძემ გადაცემაში "თავისუფალი სივრცე".

ცნობისთვის, 26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 211 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან გამოჯანმრთელებულია 50 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 3 მოქალაქე.

ეპიდემისთან ბრძოლის ფარგლებში 21 აპრილამდე საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, მკაცრი საკარანტინე რეჟიმი და კომენდანტის საათია ამოქმედებული.