"დასაწყისში დავარღვიეთ "ჯანმოს" რეკომედაციები, რადგან მისი მითითებით, ტესტი უნდა ჩასტარებოდა მხოლოდ მას, ვისაც ჰქონდა მწვავე რესპირატორული ინფექცია და ტემპერატურა 38 და მეტი. ჩვენ ეს პუნქტი ამოვიღეთ და დავწერეთ ცხელება, ან ცხელების გარეშე. მუდმივად ვაკვირდებოდით სიტუაციას და ვხედავდით, რომ არსებობდნენ ინფიცირებულები სიცხის გარეშეც. ევროპა კი ბრმად მიჰყვა რეკომენდაციებს",- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით რომ ემოქმედათ, ინფიცირებულების უმეტესობასთან კორონავირუსის დიაგნოზი ვერ დაისმეოდა.
"იმ 120 შემთხვევიდან, რომელიც ცოტა ხნის წინ გვქონდა, იმ კრიტერიუმებით რომ გვეხელმძღვანელა 2/3-თან კორონავირუსის დიაგნოზი ვერ დაისმეოდა",-აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.
საქართველოში კორნავირუსის 148 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 27 პაციენტი.