მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცერცვაძე: დავუშვი უნებლიე შეცდომა, 1000 ადამიანიდან ანტისხეულები აღმოაჩნდა 6-10 პირს და არა 6%-ს

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი
1590578990
COVID-19

"გუშინ "კავკასიის" ეთერში ვთქვი, რომ ჩვენ ვატარებთ მცირე კვლევას ჯანმრთელ მოსახლეობაში და ჯერ მისი შედეგები არ არის შეჯამებული. მე დავუშვი ერთი უნებლიე შეცდომა და ვთქვი, რომ ინფიცირებული გვყავს 6-10%, მე უნდა მეთქვა, რომ 6-10 ადამიანი იყო პოზიტიური და არა პროცენტი. ჩვენ ამ კვლევაში ჩართული 1000 ადამიანიდან 6-10, დაზუსტებული მონაცემებით კი 6 ადამიანი გყვავს ისეთი, ვისაც კორონავირუსის ანტისხეულები აღმოაჩნდა",- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, კვლევა ჯანმრთელ მოსახლეობაში სწრაფი ტესტებით ჩატარდა.

"ჩვენ კვლევა ჩავატარეთ მხოლოდ თბილისში, იმ მოსახლეობაში, რომელიც ინფიცირებული არ იყო და კვლევა ჩატარდა სწრაფი ტესტით და არა "პისიარ" კვლევით. ამ მონაცემებს ნუ ჩათვლით საბოლოოდ, რადგან ეს მუშავდება და შეიძლება შემცირდეს ან მოიმატოს",- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

თბილისში ჩატარებული კვლევის წინასწარი შედეგებით, კორონავირუსის ანტისხეულები გამოკვლეული მოსახლეობის 0,6%-ს აღმოაჩნდა.