მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თენგიზ ცერცვაძე: კომენდანტის საათის მოხსნა საქართველოსთვის სერიოზული გამოცდაა

თბილისის ინფექციური კლინიკის დირექტორი, 2020
1590062717
COVID-19

"ვარაუდობენ, რომ კორონავირუსის მეორე ტალღა შემოდგომაზე დაიწყება, თუმცა ეს ზუსტად არავინ იცის. რაც შეეხება კომენდანტის საათის მოხნსას, ეს სერიოზული გამოცდაა საქართველოსთვის. ყველაფერი დამოკიდებულია მოქალაქეებზე და ჩვენს თვითშეგნებაზე",- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც შეზღუდვები გაუქმდება, საზოგადოებამ რეკომენდაციების დაცვა კვლავ უნდა გააგრძელოს.

"არ უნდა დავივიწყოთ ის, რისი კეთებაც გვიწევდა ამ კომენდანტის საათის დროს და ძალიან არ უნდა გავილაღოთ და მეორე უკიდურესობაში არ უნდა გადაავვარდეთ და ყველა ერთად არ გამოვიდეთ ცხრა საათის შემდეგ გარეთ და ხალხმრავალი შეკრებები არ უნდა მოვაწყოთ",- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, 23 მაისიდან იხსნება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი და ე.წ. კომენდანტის საათი უქმდება.