მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თენგიზ ცერცვაძე: მაქვს განგაშის განცდა, რომ ამ ვითარებას ვეღარ შევინარჩუნებთ, საჭიროა კვლევების გაფართოება

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი
1585935576
COVID-19

"მაქვს განგაშის განცდა, რომ ამ სიტუაციაში, როცა ასეთი მასშტაბიანი ეპიდემიით ვართ გარემოცული, ჩვენ არ გაგვიჭირდეს ამ ვითარების შენარჩუნება და არ დავკარგოთ ის საპატიო დისტანცია, რომლითაც ახლა სხვა ქვეყნებს უკან მივყვებით",- განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე უკვე საჭიროა გაფართოვდეს კვლევები.

"ახლა უკვე საჭიროა გაფართოვდეს იმ პირთა წრე, რომლებსაც ესაჭიროებათ კვლევა. რამდენადაც ვიცით, უკვე შემოტანილია სწრაფი ტესტები. არ აქვს მნიშვნელობა ეს სწრაფი ტესტით გაკეთდება თუ "პისიარით", მთავარია სწორად წავიდეს პროცესი",-აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ალგორითმით განისაზღვრა პაციენტების სამი კატეგორია, რომლებსაც კორონავირუსზე ტესტი გაუკეთდებათ.

საქართველოში კორნავირუსის 148 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 27 პაციენტი.