COVID-19

თენგიზ ცერცვაძე: პიკს 2-3 კვირის შემდეგ ველოდებით, თუმცა ის შეიძლება იყოს მდორე

ვირუსული ინფექციის პიკი
23:17 29.03
დაკოპირებულია

თბილისის იფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით იფიცირების პიკი 2-3 კვირის შემდეგ არის მოსალოდნელი.

თუმცა, ცერცვაძე ფიქრობს, რომ ინფიცირების განსაკუთრებული მატება არ იქნება.

"მე მაინც მგონია, რომ გაგრძელდება ეს ტენდენცია - მატება, მაგრამ ზომიერი. არ ველოდები რაიმე განსაკუთრებულს. თუ პიკი იქნება, შეიძლება ის იყოს მართლა პიკი და შეიძლება იყოს მდორე პიკი. ეს იქნება სადღაც 2-3 კვირის მერე", - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების მატების შემთხვევაში, პაციენტების მისაღებად საავადმყოფოები მზად არიან.

"საწოლების რესურსი სახელმწიფოს აქვს საკმარისზე მეტი. დღეისთვის მობილიზებულია 460 საწოლი. როდესაც ავადმყოფების რაოდენობა 91-ია და არც ისე ჩქარა იმატებს, 460 საწოლი აბსოლუტურად საკმარისია, თან ეს არის 8 საავადმყოფოში და მთელ რეგიონში -ზუგდიდში, ბათუმში, ქუთაისში, გორში, თბილისში, საჩხერეში.

გარდა ამისა, არსებობს გეგმა B, რომელიც გულისხმობს დაახლოებით 1700 საწოლის მობილიზებას და გეგმა C რომელიც გულისხმობს 3600 საწოლის მობილიზებას. ცუდ კოშმარშიც კი ვერ წარმოვიდგენ, რომ ამაზე მეტი საწოლი დაგვჭირდეს.

სასუნთქი აპარატების რაოდენობა ქვეყანაში არის 2000. დავუშვათ, რომ ყველა მათგანი წესრიგში არ არის, ზოგიერთი მათგანი მოძველებულია. გამორიცხულია 500 კრიტიკული ავადმყოფი გვყავდეს, ჩვენ შეიძლება გვყავდეს 2000-3000 ავადმყოფი, მაგრამ კრიტიკული ავადმყოფები მათგან მგოლოდ 5%-ია. ასეთია მსოფლიო სტატისტიკა", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ "იმედის" ეთერში.

სუფთა ჰაერი

თბილისი European Safest Destination 2020...

ევროპის 20 ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებაზე European Best Destinations-...
ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე ტირიფები ამოძირკვეს. ათობით ხის მოთხრის მიზეზად, თვითმმართველობაში მცე...
21:54 30.05
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში 6 წლის ბავშვი წყლის გუბეში დაიხრჩო. როგორც PIA.GE-ს შინა...
21:42 30.05
ზუგდიდში, რუხის კლინიკაში მოთავსებული 11 ინფიცირებული პაციენტიდან კიდევ ორი გამოჯანმრთელდა. ორივე მა...
21:21 30.05
ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული კლება ფიქსირდება. ბოლო 24 საათში ჩინეთის მასშტაბით, კოვ...
19:51 30.05
ირაკლი წულაია: „ნაციონალური მოძრაობა“ ლობისტური კომპანია „ორიონ სტრატეჯის“ დახმარებით, „ფრონტერას“ თემაზე წერილის ავტორ კონგრესმენებთან აქტიურად მართავდა შეხვედრებს ირაკლი წულაია თამარ ჩერგოლეიშვილს: თუ ვიტყვით...
„არიან ადამიანები, ვისაც პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ვარდნა გულს უხარებს. ფიქრობენ, რომ ეკონომი...
ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მაღალი სიჩქარით მოძრავი 2 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა,...
მარიამ ქვრივიშვილმა და შვეიცარიის ელჩმა...
საქართველოსა და შვეიცარიას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება, პირ...
სოფელ ჩორჩანასთან, ტყეში საოკუპაციო ძალე...
სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ საოკუპაციო ძალების მიერ ტყის მასივში აღმართულია უკანონ...