მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თენგიზ ცერცვაძე: საჩივრების საფუძველი გადატვირთვა და ადამიანების არასაკმარისი რაოდენობაა

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი
1607096591
COVID-19

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, საჩივრების ერთადერთი მიზეზი ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვა და ადამიანური რესურსების არასაკმარისი რაოდენობაა.

მისივე თქმით, მას შემდეგ, კოვიდინფიცირების ზრდა დრამატულად დაიწყო, პრობლემებმაც იმატა.

ამასთან, ცერცვაძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის სისტემა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხელთარსებული ყველა რესურსი მისაწვდომი იყოს მოქალაქეებისთვის.

„საქართველო გამორჩეული იყო. ამას აღიარებდნენ როგორც ჩვენი პაციენტები, ისე უცხოელი პარტნიორები. საქართველო თავის სერიოზულ წარმატებას მკურნალობისა და გარდაცვლილთა დაბალი რიცხვის კუთხით მნიშვნელოვანწილად აღწევდა სწორედ კარგი მოვლის ხარჯზე.

ე.ი. როდესაც სამედიცინო პერსონალი პირდაპირი მნიშვნელობით თავს ევლებოდა პაციენტებს, ასეთი საჩივრები არ იყო. ახლა ამან იმატა, ალბათ, ამას აქვს საფუძველი. ჩვენ ვცდილობთ, ჩვენი ხელმისაწვდომი რესურსებით, ეს არ დავუშვათ. საფუძველი ერთადერთია - გადატვირთვა და ადამიანების არასაკმარისი რაოდენობა,“ - განაცხადა ცერცვაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. 26 თებერვლიდან 4 დეკემბრის ჩათვლის კოვიდინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 152 ათასს აჭარბებს.