COVID-19

თენგიზ ცერცვაძე: სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ბოდიში უნდა მოიხადოს

თბილისის ინფექციური კლინიკის დირექტორი, 2020
15:24 23.05
დაკოპირებულია

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას არაკორექტულს უწოდებს და მისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ა.წ. 22 მაისს, საღამოს რადიო „თავისუფლებამ“ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ საინფორმაციო სააგენტო Arminfo-ს თანახმად სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ბ-ნმა არსენ ტოროსიანმა გამოთქვა ძალიან რბილად რომ ვთქვათ რიგი არაკორექტული და აცდენილი მოსაზრებები საქართველოზე. კერძოდ მან ეჭვქვეშ დააყენა საქართველოში COVID-19-ის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების სისწორე და გააკეთა დასკვნა, რომ სომხეთის ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა ქართულ სისტემაზე ძლიერია?! კერძოდ მან სიტყვა-სიტყვით სთქვა - „საქართველოს ჯანდაცვისა და ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა მკვეთრად განსხვავდება სომხეთის სისტემისგან, თანაც კარგი კუთხით. ჩვენი სისტემა უფრო ძლიერია და ეს ფაქტია“?! - განაცხადა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

არ გვგონია, რომ ბატონ ტოროსიანს ჩვენგან ესწავლებოდეს, რომ მაღალი სახელმწიფო თანამდებობის პირმა ასეთი განცხადებები, მითუმეტეს ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, არ უნდა გააკეთოს.

ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტების ოფიციალური მონაცემებით (მათ შორის თავად Arminfo-ს მონაცემებით) ა.წ. 22 მაისის მდგომარეობით საქართველოში არის COVID- 19-ის 728 დადასტურებული შემთხვევა, მათგან გარდაიცვალა 12, ხოლო სომხეთში არის COVID-19-ის 6302 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 77 გარდაიცვალა. ამ ფონზე სულ ცოტა ღიმილის მომგვრელია (თუ სასაცილო არა) ბატონი მინისტრის განცხადება, რომ სომხეთის ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა ქართულ სისტემაზე ძლიერია. რაც შეეხება ბატონი მინისტრის მიერ საქართველოს სტატისტიკური მონაცემების სისწორის ეჭვქვეშ დაყენებას, გვინდა განვაცხადოთ, რომ საქართველოში COVID-19-ით პაციენტების გამოვლენა და რეგისტრაცია ხდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით, გამჭვირვალედ და მათი მაღალი სანდოობა ჯერ ეჭვქვეშ არ დაუყენებია არცერთ, აბსოლუტურად არცერთ საერთაშორისო ინსტიტუციას თუ ექსპერტს.

ვფიქრობთ, ბატონმა მინისტრმა ან თავისი არაკორექტული (რბილად რომ ვთქვათ) შეფასებები უნდა დაასაბუთოს, ან სულ ცოტა თავისი განცხადების დეზავუირება მოახდინოს და ბოდიში მოიხადოს.

რაც შეეხება ბ-ნი ტოროსიანის კითხვებს, გავნმარტავთ, რომ საქართველოში ფუქნციონირებს რეგიონში ერთადერთი უნიკალური და უმაღლესი დონის „ლუგარის“ სახელობის ცენტრი, სადაც ყველა ლაბორატორიული კვლევა სრულდება უმაღლეს დონეზე ყველაზე მაღალი ხარისხის ტესტ-სისტემების გამოყენებით, რაც ყველანაირ ცდომილებას გამორიცხავს. არ გვგონია, რომ სომხეთს უკეთესი ლაბორატორია, მეთოდოლოგია და ტესტ-სისტემები ჰქონდეს.

საქართველოში ყველა სადიაგნოსტიკო გამოკვლევა ხდება მხოლოდ PCR ტესტების გამოყენებით ( სულ სადღეისოდ შესრულებულია 45 707 პირის PCR კვლევა), ხოლო ანტისხეულებზე სწრაფ ტესტებს ვიყენებთ მხოლოდ, როგორც დამატებით კვლევას SARS- CoV-2-ზე სეროპოზიტიური პირების (და არა ავადმყოფების) გამოსავლენად. საქართველოს ნაციონალური პროტოკოლების და ალგორითმების თანახმად PCR კვლევას ექვემდებარება ყველა პირი, ვინც შეესაბამება COVID-19-ის შესაძლო შემთხვევის განმარტებას, მათ შორის, ვისაც აქვს მწვავე რესპირაციული ინფექციის სიმპტომები ცხელებით ან ცხელების გარეშე (მათ შორის მსუბუქი სიმპტომებით), პირები მაღალი

რისკის ზონებიდან, დადასტურებული შემთხვევების ახლო კონტაქტები, პირები დადასტურებული შემთხვევების კლასტერებიდან, ყველა ჰოსპიტალიზებული და ამბულატორიული პაციენტი ცხელებით და ნებისმიერი ეტიოლოგიის პნევმონიით.

ბუნებრივია, სტატისტიკურ მონაცემებში შედიან ისინიც, ვინც პნევმონიისგან გარდაიცვალნენ და COVID-19 დადასტურებული ჰქონდათ.

ქვეყანაში მოქმედებს COVID-19-ის შესაძლო შემთხვევით პაციენტების მართვის ეფექტიანი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს უკლებლივ ყველა პაციენტის დროულ და ზუსტ დიაგნოსტიკას და ყველა COVID-19-ით პაციენტის, მათ შორის უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტების ადექვატურ მართვას, აგრეთვე მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტების კლინიკურ მართვას უმაღლესი სტანდარტებით, მათ შორის ინოვაციური მიდგომების გამოყენებით, რაზეც მეტყველებს COVID-19-ით გარდაცვლილთა მცირე რიცხვი.

საქართველო სისტემატურად იღებს მაღალ შეფასებებს გაეროსგან, ჯანმოსგან, სხვა ოფიციალური საერთაშორისო ინსტიტუციებისგან და ცალკეული ავტორიტეტული პირებისგან COVID-19-ის მართვის დარგში მიღწეული წარმატებებისათვის. ჩვენ ვეპატიჟებით ბ-ნ არსენ ტოროსიანს და ყველა დაინტერესებულ პირს საქართველოში, რათა გავაცნოთ ქვეყნის გამოცდილება COVID-19-ის მართვის სფეროში. თენგიზ ცერცვაძე - ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი“-აღნიშნულია განცხადებაში.

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მონაცემებში ეჭვი შეიტანა

იპოთეკური სესხი

სახელმწიფო იპოთეკურ სესხებზე ნაწილობრივ...

სახელმწიფო იპოთეკური სესხის ამღებ პირებს 20%-იან გარანტორად ჩაუდგება. ამის შესახ...
ბრაზილიამ კორონავვირუსით ინფიცირების ზრდის ტემპით აშშ-ს გაუსწრო და პირველ ადგილზე გადაინაცვლა. 27 მა...
53 წუთის წინ
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ყველაზე სარისკოა საზოგადოე...
14:44
იმ პერიოდში, როდესაც მთელი მსოფლიო და საქართველო აქტიურად მუშაობს COVID 19 ის გავრცელების შეჩერებაზე...
14:41
"ჩვენზე რომ ატყდა ერთი ამბავი ტყეების გადაცემაზე, მერაბიშვილი რომ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო მესხე...
14:28
გზა გარდაბანში გარდაბნის მუნიციპალიტეტში ხიდის მშენებლობა და...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გ...
კალაძე: დეველოპერების დახმარების გეგმით...
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ნაწილით,...
მომდევნო ანტიკრიზისული გეგმა ჯანდაცვაზე...
პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მომდევნო ანტიკრიზისული გეგმა ჯანდ...
რეალიზაციის ჩავარდნის შემთხვევაში ბინები...
სახელმწიფო მშენებლობის დასრულების გარანტია გასცემს - ამის შესახებ განცხადება ეკო...