მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თენგიზ ცერცვაძე: სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, დღეში 50 ახალ შემთხვევას ჩვენი ჯანდაცვის სისტემა გაუძლებს

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი
1586370598
COVID-19

ინფექციური კლინიკის დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა დღეში კორონავირუსის რამდენიმე ათეულ ახალ შემთხვევას ჩვეულებრივად გაუძლებს.

ამასთან მედიკოსი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს სხვადსხვა რეგიონებში უკონტროლო შიდაგადადების ფაქტების მიუხედავად, ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებები მედიკოსებს დიდ დახმარებას უწევს.

"ყველაზე რთული პერიოდი წინაა. საქართველოს რიგ რეგიონებში დაიწყო უკონტროლო გადადება. ეს იყო, პირველ რიგში, მარნეულსა და ბოლნისში. ახლა არის აჭარაში, ვანში და სამეგრელოში, მაგრამ მყისიერად არის ამაზე რეაგირება. დღეა გვაყავს 10-დან 20-პაცინეტამდე. 20-ზე მეტი შემთხვევა ჯერ არ გავქს. სრული პასუხისმეგბლობით გეუბნებით, დღეში 40-50 ახალ პაციენტს ჩვენი ჯანდაცვა გაუძლებს. ვიცი, ჩვენი პოტენციალი, ვიცი კლინიკური სექტორის რა მოცულობაა მობილიზებული, ვიცი სასუნთქი აპარატებისა და მედიკამენტების რა რაოდენობაცაა და ამიტომ ვამბობ ამას. ჩვენ ნებისმეირ გამოწვევას გავუძლებთ, მაგრამ გააჩნია, რის ფასად. არ მინდა ისე გავუძლოთ, როგორც ესპანეთი და იტალია უძლებს. დღეში რამოდენიმე ათეულ პაციენტს ისე გავუძლებთ, როგორც ახლა ვუძლებთ", - განაცხადა ცერცვაძემ ვახო ხუზმიაშვილის თოქ-შოუ "თავისუფალ სივრცეში".

ცნობისთვის საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა. დღემდე ქვეყანაში ინფიცირების 211 შემთხვევაა გამოვლენილი აქედან გამოჯანმრთელებულია 50 ადამიანი ხოლო გარდაიცვალა 3 პირი.

საქართველოში ეპიდემისთან ბრძოლის ფარგლებში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა და მკაცრი საკარანტინე რეჟიმია ამოქმედებული.