მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თენგიზ ცერცვაძე თავს მხნედ გრძნობს“ - გიორგი ბერიძე

ინფექციურის დირექტორი
1605972004
COVID-19

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე უცვლელია. 

როგორც ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გიორგი ბერიძემ აღნიშნა, თენგიზ ცერცვაძე თავს მხნედ გრძნობს.

მისივე ინფორმაციით, ცერცვაძეს მედიკამენტი რემდესივირი გადაუსხეს.

„ფაქტობრივად, თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინდელი დღის შემდეგ არ შეცვლილა. ველოდებით მომდევნო დღეს და ვიმედოვნებთ, რომ უკეთესი შედეგი გვექნება. მხნედ გრძნობს თავს, შემართებითაა და ქვეყანაში მიმდინარე ეპიდსიტუაციას ინტერნეტით ადევნებს თვალს.

რემდესივირი გადაუსხეს. უცხოეთიდან გამოუგზავნეს ახლობლებმა, რომლებსაც მასზე და ქვეყანაზე გული შესტკივათ“, - აღნიშნა ბერიძემ.

პრესსამსახურის თქმით, ცერცვაძეს დღის პირველ ნახევარში შედარებით დაბალი ტემპერატურა აქვს, ხოლო მეორე ნახევარში მაღლა უწევს.

„გემოსა და სუნის შეგრძნების დაკარგვის შესახებ არაფერი უთქვამს, ვერც ვკითხე“, - აღნიშნა ბერიძემ.

რაც შეეხება თენგიზ ცერცვაძის მეუღლეს, ანა თოფურიას, რომელიც, ასევე, კოვიდინფიცირებულია, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება.

„საღამოობით კი აქვს ტემპერატურა 37.1-37.2. ასევე, აქვს უმნიშვნელო დისკომფორტი სახსრებისა და ყელის ტკივილის გამო, თუმცა მსუბუქი ფორმაა“, - დასძინა ბერიძემ.

ინფორმაციისთვის, თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი 17 ნოემბერს დაუდასტურდა. ცერცვაძე ჯანმრთელობის გაუარესების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აგრეთვე, წაიკითხეთ:

🔴 მსოფლიოში კორონავირუსის სტატისტიკა უარესდება

🔴 საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობა 100 000-ს გასცდა

🔴 ქვეყნის ჩაკეტვა, ანუ იგეგმება თუ არა ლოქდაუნი - კალაძის განმარტება