მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი
1605595560
COVID-19

ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„კლინიკის გენერალურ დირექტორს, ბატონ თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ლაბორატორიული კვლევის თანახმად, თენგიზ ცერცვაძე ინფიცირებულია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღენიშნება მსუბუქი სიმპტომები. შესაბამისად, სტაციონარში ყოფნას არ საჭიროებს და ის სახლში მკურნალობს... მალე გამოჯანმრთელება ვუსურვოთ ბატონ თენგიზს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 საქართველოში კორონავირუსით კიდევ 45 ადამიანი გარდაიცვალა

🔴 ტყიბულის შახტის 144 თანამშრომელს კორონავირუსი დაუფიქსირდა

🔴55 მლნ ინფიცირებული - როგორია პანდემიის უახლესი გლობალური სტატისტიკა