თერჯოლის საავადმყოფოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა.
კლინიკა „თერჯოლამედის“ დირექტორის დავით სარიშვილის განცხადებით, გარდაცვლილია 70 წლის ქალი.
პაციენტი კლინიკაში 14 ოქტომბერს ბათუმიდან შეიყვანეს. მისი მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო, რადგან თანმდევი დაავადებები ჰქონდა.
ინფორმაციისთვის, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ქვეყანაში 15 ადამიანი გარდაიცვალა.
ჯამში გარდაცვლილია 253 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსის 33 858 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 14 829 ადამიანი.
ქვეყანაში კროონავირუსით ინფიიცრების პირველი ფაქტი მიმდინარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔴 საქართველოში კორონავირუსის 1731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
🔴 იგეგმება თუ არა საქართველოში საველე ჰოსპიტალის მოწყობა?
🔴 რომელ ასაკობრივ ჯგუფშია ყველაზე მეტი ინფიცირებული პაციენტი საქართველოში?