მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტიკარაძე: გარდაცვალების ფაქტები შეიძლება კიდევ დაფიქსირდეს

ჯანდაცვის მინისტრი შეხვედრაზე
1586023890
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ქვეყანაში შექმნილ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით ისაუბრა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშველოვანია მინიმალური კონტაქტი და მაქსიმალური სოციალური დისტანცირება.

"ყველა ის ქმედება, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან არის განხორციელებული ნამდვილად უმკაცრესია. როდესაც სახელმწიფო მოითხოვს მინიმალურ კონტაქტს და მაქსიმალურ სოციალურ დისტანცირებას, ეს ყველა მოქალაქემ უნდა გაიაზროს და შეასრულოს. სწორედ ეს მოგვცემს იმის შესაძლებლოას, რომ ეპიდემიასთან ბრძოლაში გავიმარჯვოთ და არ დავმარცხდეთ. გარდაცვალების პირველი შემთხვევა აფხიზლებს ყველას. არ უნდა ვიფიქროთ, რომ გარდაცვალება შეიძლება იყოს მხოლოდ სხვა ქვეყანაში, შეიძლება გარდაცვალების ფაქტები კიდევ დაფიქსირდეს. იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს უნდა გავითვალისწინოთ რეკომენდაციები, თავიდანვე ვამბობდით, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც არის 60 წელს ზემოთ და აქვთ ქრონიკული დაავადებები, არიან იმ მაღალი რისკჯგუფების წარმომადგენლები, სადაც შეიძლება შედეგი იყოს ლეტალური. ამ ბრძოლაში ჩვენ არ გვინდა, რომ წავაგოთ. ამიტომ უნდა დავიცვათ ყველა პრევენციული ღონისძიებები", - განაცხადა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა.

ცნობისთვის, საქართველოში კოვიდინფექციის 159 შემთხვევაა გამოვლენილი.