მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტიკარაძე: სამწუხაროდ, 15 წლის მოზარდის სიცოცხლე ვერ გადავარჩინეთ

ჯანდაცვის მინისტრი შეხვედრაზე
1604136592
COVID-19

დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში კოვიდინფიცირებული 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ დაუდასტურა.

მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

„სამწუხაროდ, ვერ გადავარჩინეთ 15 წლის მოზარდის სიცოცხლე. პაციენტი დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, მას გარკვეული გართულებები აღენიშნებოდა.

პაციენტს ერთი კვირის წინ ჰქონდა გულის გაჩერება და მაშინ ექიმებმა შეძლეს მისი გადარჩენა, თუმცა მდგომარეობა იყო საკმაოდ რთული“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში.

🔴 გარდაცვლილი პაციენტი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.

🔴 ბოლო მონაცემებით ქვეყანაში ჯამში კორონავირუსით გარდაცვალების 307 შემთხვევა ფიქსირდება.

🔴 საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა მიმიდნარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა.