მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტრამპი: სიკვდილიანობის მაჩვენებელი პიკს, სავარაუდოდ, 2 კვირაში მიაღწევს

აშშ-ის პრეზიდენტი, 2020
1585561058
COVID-19

"რაც უფრო კარგად იმოქმედებთ, მით უფრო მალე დამთავრდება ეს კოშმარი", - ასე მიმართა თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპა კორონავირუსის გავრცელების გამო ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობას.

ტრამპის თქმით, რომ არა ამერიკის მთავრობის მიერ მიღებული შესაბამისი ზომები ვირუსის საბრძოლველად, დღეს უფრო სავალალო შედეგი ექნებოდა ქვეყანას.

"სიკვდილიანობის მაჩვენებელი, სავარაუდოდ პიკს 2 კვირაში მიაღწევს. ამიტომ გაიდლაინებს ვახანგრძლივებთ. ამ ზომების გარეშე შესაძლო იყო 2 მილიონზე მეტი ადამიანი დაღუპულიყო, ახლა კი გაცილებით მცირე რიცხვი იქნება. მინდა მივმართო ამერიკელებს, რაც უფრო კარგად იმოქმედებთ, მით უფრო მალე დამთავრდება ეს კოშმარი", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, ოფიციალური მონაცემებით ამერიკის შეერთებულ შტატებში COViD-19-ის 275 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.