მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცერცვაძე: ავადმყოფების მცირე რაოდენობა სახელმწიფო ვერტიკალის გამართულმა ქმედებამ განაპირობა

თბილისის ინფექციური კლინიკის დირექტორი, 2020
1586270345
COVID-19

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კოვიდინფიცირებული ავადმყოფების მცირე რაოდენობა სახელმწიფო ვერტიკალის გამართულმა მუშაობამ განაპირობა.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ის რაც ვერ შეძლო ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა, შეძლო საქართველომ.

"ძალიან მცირე რაოდენობა ავადმყოფების, სულ 195, ეს განაპირობა სახელმწიფო ვერტიკალის ძალიან გამართულმა, საათივით აწყობილმა ქმედებამ. მხედველობაში მყავს დაწყებული ეპიდემიოლოგით და ექიმით, გაგრძელებული დაავადების კონტროლის ცენტრით, ჯანდაცვის სამინისტროთი, რომელიც მთავარ როლს თამაშობს, საქართველოს მთავრობით, პირადად პრემიერ-მინისტრ ბატონი გახარიათი, რომელმაც თავის ხელში აიღო პრეკრიზისული სიტუაციის პირდაპირი მმართველობა. მისი ინტერვენციები აღმოჩნდა უაღრესად ეფექტური. რით მიაღწია ამას ვერტიკალმა? ამას მიაღწია, რომ ყველა საპასუხო ღონისძიება ხორციელდებოდა დროულად, ადეკვატურად და ეფექტურად. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რაც არ და ვერ გააკეთა ევროპის ვერცერთმა სახელმწიფომ. ამან განაპირობა შემთხვევების რაოდენობის სიმცირემ ვერტიკალის საათივით აწყობამ. რამ განაპირობა სიკვდილობის ასეთი მცირე რიცხვი? ეს განაპირობა ისევ ჯანდაცვის სამინისტროს სწორმა პოლიტიკამ და საქართველოს კლინიკური სექტორის მაღალმაპროფესიონალიზმმა. ჩვენ მკურნალობის ინოვაციური მეთოდები გამოვიყენეთ, რომელიც შემდგომში აღიარებული იქნა ისეთი ავტორიტეტების მიერ როგორიც არის აშშ-ის პრეზიდენტი",- განაცხადა ცერცვაძემ.