მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცერცვაძე COVID-19-ზე: ჭეშმარიტი შიდა გავრცელება ჯერ არ დაწყებულა

თბილისის ინფექციური კლინიკის დირექტორი, 2020
1585505896
COVID-19

ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების შესახებ ისაუბრა.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ამ დროისთვის ვირუსის გავრცელების კუთხით ქვეყანაში დრამატული მატება არ ყოფილა.

"ვაკვირდები კლინიკაში პაციენტების მოძრაობას, მათ მკურნალობას და შემიძლია ვთქვა, რომ თუ წინათ დღეში ემატებოდა 3-5 კაცი, ახლა ემატება 6-7 - ანუ მნიშნელოვანი მატება არ მომხდარა, დრამატული მატება არ ყოფილა. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ მართალია, შიდა გავრცელება დაიწყო, რაც გარკვეული წინაპირობაა ფართე უკონტროლო გავრცელების, მაგრამ ეს შიდა გავრცელება ლოკალიზებულია, შეზღუდულია, ერთეულია. ჭეშმარიტი შიდა გავრცელება ჯერ არ დაწყებულა. ცალკეულ წერტილებში მოხდა შიდა გავრცელება. ამიტომ ჯერჯერობით ჩვენ არ მიგვიღია საგანგაშო სურათი", - განაცხადა "იმედის" ეთერში ცერცვაძემ.