მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცერცვაძე: ხარვეზი და შეფერხებაა, მაგრამ ახლოსაც ვერ მივა იმასთან, რაც ევროპაში ხდებოდა

თბილისის ინფექციური კლინიკის დირექტორი, 2020
1603831249
COVID-19

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ეპიდვითარებასა და კოვიდინფიცირების გაზრდილ რაოდენობაზე საუბრობს.

ცერცვაძე ამბობს, რომ მცირეოდენი ხარვეზი და დაბრკოლებებია, თუმცა არა ისეთი როგორიც ევროპის ბევრ წამყვან ქვეყანაში იყო.

მისივე განცხადებით, სამედიცინო სექტორი, რომ არ მომზადებულიყო დღეს ინფიცირების 2000 შემთხვევას ვერ გაუძლებდა.

„მინდა ვთქვა, რომ არის შეფერხებები, არის დაბრკოლებები, არის დაგვიანებები, პაციენტები რეკავენ წუხილით, მაგრამ ეს დაგვიანებები და შეფერხებები ახლოსაც ვერ მივა იმასთან, რაც ევროპის ქვეყნებში იყო. ჩვენ რომ არ მოვმზადებულიყავით, როგორ გავუძლებდით დღეში 2000 კოვიდინფიცირების შემთხვევას ასეთი მინიმალური ხარვეზებით. ესე იგი მოვემზადეთ. უფრო მეტს გეტყვით, ჩვენ დღეს ვინარჩუნებთ იმ ქვეყნის სტატუსს, რომელსაც 1 მლნ მოსახლეზე ჰყავს ყველაზე ნაკლები გარდაცვლილი. მიუხედავად გაზრდილი რაოდენობისა, 0.73-ია გარდაცვალების პროცენტული მაჩვენებელი“, - განაცხადა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში თენგიზ ცერცვაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე თუ როდის იქნება კოვიდინფიცირების პიკი ? თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ ეს მხოლოდ ღმერთმა იცის.

„ძალიან რთული სათქმელია იმიტომ რომ კოვიდი ძალიან არაპროგნოზირებადი“, - აცხადებს ცერცვაძე და აღნიშნავს, რომ შესაძლოა კოვიდინფიცირებულების რიცხვი გაორმაგდეს.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. 26 თებერვლიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 32 127-მდე გაიზარდა.