მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცერცვაძე: საქართველო პრეპარატ "რემდესივირს"თვის ბოლომდე მიიღებს

ინფექციური კლინიკის დირექტორი, 2020
1589310412
COVID-19

ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, შესაძლოა საქართველომ კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატი თვის ბოლომდე მიიღოს.

მისივე თქმით, საქართველო ჯანმოს დიდი საერთაშორისო კვლევის მონაწილე ქვეყანაა, რაც მედიკამენტის მიღების შანსს კიდევ უფრო ზრდის.

„საქართველოს „რემდესივირის“ მიღების კარგი პერპექტივა აქვს. იმიტომ, რომ ამ მეიდკამენტის მწარმოებელი კომპანია ჩვენი უახლოესი პარტნიორია ვინაიდან, ის საქარველოს უფასოდ აწვდის „ც ჰეპატტის“ სამკურნალო მედიკამენტს, ამიტომ იმედი მაქვს გაითვალისწინებს ჩვენს პარტნიორობას. მინდა ვუთხრა ტელემაყურებელს, რომ საქართველო მანამდე მიღებს „რემდესივირს“, თვის ბოლომდე, ალბათ, რადგანაც საქართველო არის მონაწილე ჯანმოს დიდი საერთაშორისო კვლევის. ამ კვლევაში ერთ-ერთი მედიკამენტი ოთხიდან სწორედ „რემდესივირია“. ასე რომ, „რემდესივირი“ საქართველოში შემოვა უფრო ადრე ამ კვლევის ფარგლებში, ხოლო შემდეგ იმედი გვაქვს, რომ კომპანიაც მოგვაწვდის“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ცნობისთვის საქართველოში კორონავირუსის ინფექციის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში შიდაგავრცელება მარტის შუა რიცხვებში დაიწყო. ამ ეტაპზე ეპიდემია პიკური ფაზაშია.