მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უშგულში, ლენჯერსა და დაბა მესტიაში შეზღუდვები წესდება

კორონავირუსი-სვანეთი-უშგული
1597057296
COVID-19

ეპიდვითარებიდან გამომდინარე, სვანეთში, კერძოდ დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში შეზღუდვები წესდება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, უშგულსა და ლენჯერში, შექმნილი რთული ეპიდვითარების გამო წესდება შეზღუდვები - მათ შორის საკარანტინო შეზღუდვები. კერძოდ, იზღუდება გადაადგილებები, როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ასევე მესტიის მუნიციპალიტეტიდან.

ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, ასევე წესდება შეზღუდვები გადაადგილებაზე დაბა მესტიასა და დაბა მესტიის სოფლებს შორის.

„დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში ფუნქციონირების უფლება ექნებათ მხოლოდ აფთიაქებს, საბანკო დაწესებულებებს, სასურსათო მაღაზიებსა და ღია ტიპის საკვებ დაწესებულებებს. თავშეყრის ადგილებზე მკაცრად გაკონტროლდება დისტანციის დაცვა, დახურულ სივრცეებში ნიღბების გამოყენება და ჰიგიენა“,- აღნიშნა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

ცნობისთვის, მესტიაში კორონავირუსის 17 შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 7 ადგილობრივია, 10 სტუმარი.