მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვაქცინაცია სავალდებულო არ გახდება და ამ გადაწყვეტილებას არ შევცვლი“ - პრემიერი

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
1636366904
COVID-19

მთავრობის მეთაურის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოში ვაქცინაცია სავალდებულო არ გახდება და ამ გადაწყვეტილებას არ შეცვლის.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მოქალაქეებს კიდევ ერთხელ კარგად უნდა აუხსნან და განუმარტონ, რომ პანდემიის ერთადერთი დამარცხების გზა მხოლოდ ვაქცინაციაა.

„რაიმე სპეკულაცია, რომ არ იყოს და არ მოხდეს დეზინფორმაციის გავრცელება, ჩვენ ვაქცინაციას სავალდებულოს არ გავხდით. არ არის სავალდებულო ვაქცინაცია და არ გახდება სავალდებულო ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებას მე არ შევცვლი.

რა თქმა უნდა ჩვენს მოქალაქეებს უნდა ავუხსნათ, უნდა დავეხმაროთ და განვუმარტოთ, რომ რეალურად გამოსავალი არის ვაქცინაცია. უნდა ითქვას, რომ აცრა იცავს სიკვდილისგან. ეს არის ყველაზე მთავარი არგუმენტი, რაც უნდა ავუხსნათ ჩვენს მოქალაქეებს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამავე თემაზე:

🔴 მწვანე პასპორტები საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება

🔴 „პენსიონერები, რომლებიც აიცრებიან, 200-ლარიან დანამატს მიიღებენ“ - პრემიერი

🔴 74 გარდაცვალება, 2191 ინფიცირება, 4348 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში