მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვანში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

კორონავირუსი ვანში დაფიქსირდა
1586345898
COVID-19

ვანის მუნიციპალიტეტში 75 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ქალი რამდენიმე დღის წინ თბილისში იყო, ვანში დაბრუნების შემდეგ კი გაცივდა და კლინიკაში გადაიყანეს. მისი მიუღლე ერთ-ერთ მაღაზიას ცემენტით ამარაგებდა და ბევრ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.

როგორც ინფიცირებული ქალბატონის შვილი PIA.GE-სთან საუბარში ამბობს, მამა ბოლო კვირების განმავლობაში მაღაზიაში არ მუშაობდა და მხოლოდ რამდენიმე მეზობელთან ჰქონდა კონტაქტი. დედა კი დაახლოებით ორი კვირის წინ თბილისში იყო. მშობლებს ტემპერატურა ერთი კვირის წინ დაუფიქსირდათ, რის გამოც სასწრაფო გამოიძახეს და ისინი სამტრედიის ცხელების ცენტრში გადაიყვანეს.

კვლევის შედეგად 75 წლის ქალს კორონავირუსი დაუდგინდა, მამაკაცს კი ტესტი არ ჩატარებია. ამ დროისთვის ორივე მათგანი ქუთაისის ინფექციურ საავდმყოფოში იმყოფება.

ცნობისთვის, ვანში დაფიქსირებული შემთხვევის პირველწყარო უცნობია, რის გამოც მუნიციპალიტეტში შიდა გავრცელება სახეზეა.