მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვის არ შეეხება შეზღუდვები - 21:00 საათზე, საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი ამოქმედდება

კომენდანტის საათი საქართველოში
1585672374
COVID-19

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში 21:00 საათზე ე.წ. კომენდანტის საათი ამოქმედდება.

ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, შეზღუდვა არ შეეხება პოლიციას, სამხედროებს, წინასწარ განსაზღვრულ სამედიცინო მანქანებს, ზოგიერთი საჯარო მოხელეების ავტომობილებსა და სხვა კრიტიკულად მნიშვნელოვან სუბიექტებს.

"მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო საქართველოს მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გამოცხადებული გადაადგილების შეზღუდვა, რომელიც დღეს, საღამოს 9 საათიდან ამოქმედდება და იმოქმედებს დილის 6 საათამდე. ასე იქნება მთელი საგანგებო პერიოდის განმავლობაში. გთხოვთ, რომ დაიცვათ ეს რეჟიმი. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში არის გათვალისწინებული ჯარიმები, რომელიც გულისხმობს ფიზიკურ პირებზე 3 000 ლარიან ჯარიმას, ხოლო იურიდიულ პირებზე 15 000 ლარიან ჯარიმას. ჩვენი მოწოდებაა, ყველამ დავიცვათ ის შეზღუდვები, რომელიც ძალაში შედის, დღეს 21:00 საათიდან", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქრთველოს მთავრობის მეთაურმა გიორგი გახარიამ 21 მარტს ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ამასთან მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდა კომენდანტის საათი და რამდენიმე მუნიციპალიტეტში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მიმდინარეობს.

საქართველოში 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსის 110 შემთხვევაა გამოვლენილი.