მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვის დაეხმარებიან StopCoV ფონდის თანხებით

სტოპკოვ ჯის ლოგო
1586239126
COVID-19

ბიზნესომბუდსმენმს მიხეილ დაუშვილმა, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ გიორგი სახოკიამ კორონა ვირუსისგან გამოწვეული მოქალაქეების საჭიროებები და ამ პროცესში კერძო სექტორის ინიციატივები განიხილეს.

ბიზნესომბუდსმენის განცხადებით, StopCoV ფონდის თანხებით მათ დაეხმარებიან, ვისაც ყველაზე მწვავე საჭიროებები აქვთ.

"ჩვენ ყოველდღიურ კომუნიკაციაში ვართ სახელმწიფო უწყებებთან და ადგილობრივ თვითმართბელობებთან, რათა დავაიდენტიფიციროთ საჭიროებები და ამ საჭიროებების მიხედვით მოხდეს ფონდში აკუმულირებული თანხების განაწილება. ძირითადად გამოიკვეთა ორი მიმართულება, ესენია კოვიდ19-თან ბრძოლაში სოციალური ჯგუფების უზრუნველყოფა და სამედიცინო აღჭურვილობის შეძენა", - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ StopCoV ფონდში თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ, როგორც ბიზნესს ასევე, მოქალაქეებს. თანხის ჩარიცხვა www.stopcov.ge-ს პლატფრომიდანაა შესაძლებელი.