მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

WHO-ის ხელმძღვანელი COVID-19-ზე: შეზღუდვები ნაადრევად არ მოხსნათ

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი
1585220044
COVID-19

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი კორონავირუსის გავრცელების გამო კიდევ ერთხელ მიმართავს ქვეყნებს და მოუწოდებს, მათ რომ COVID-19-ის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვები ნაადრევად არ მოხსნან.

"COVID-19-ის შეჩერების მიზნით ბევრმა სახელმწიფომ უპრეცედენტო პრევენციულ ზომებს მიმართა. დაიკეტა სკოლები, ბიზნესები, გადაიდო სპორტული ღონისძიებები და ხალხი სახლში რჩება. ეს ქვეყნები ახლა ცდილობენ შეაფასონ თუ როდის შეძლებენ შეამსუბუქონ შეზღუდვები. როდესაც ეს შეზღუდვები მოიხსნება ვირუსი აღარ უნდა გავრცელდეს", - აღნიშნა გებრეიესუსმა.

ცნობისთვის, კორონავირუსი გასული წლის დეკემბერში ჩინეთში, კერძოდ კი უჰანის პროვინციაში გამოვლინდა. ვირუსის გავრცელებიდან რამდენიმე თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კორონავირუსი გადამდებია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა და COVID-19-გავრცელების დინამიკას საგანგაშო უწოდა. ამ დროისთვის, მსოფლიოს მასშტაბით ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 460 ათას გასცდა, გარდაცვლილია 18 ათასზე მეტი ადამიანი. რაც შეეხება ევროპას, იტალიაში ვირუსის გავრცელების ტეპმპი კვლავ უკონტროლოა, ასევე მძიმე ვითარებაა ესპანეთში.

საქართველოში, ამ დროისთვის, ლაბორატორიულად დადასტურებული 78 შემთხვევაა გამოვლენილი, 10 გამოჯანმრთელებულია.