მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

WHO: კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი შეიძლება გაორმაგდეს ვაქცინის ფართოდ გამოყენებამდე

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია
1601052530
COVID-19

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური წარმომადგენელი მაიკ რაიანი აცხადებს, რომ კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შეიძლება გაორმაგდეს და გაიზარდოს 2 მილიონამდე, წარმატებული ვაქცინის ფართოდ გამოყენებამდე, აგრეთვე პანდემიის თავიდან ასაცილებლად შეთანხმებული ქმედებების გარეშე. ამის შესახებ Reuters წერს.

მისი შეფასებით, მას შემდეგ, რაც ჩინეთში კორონავირუსი აღმოაჩინეს, 9 თვის განმავლობაში 1 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის 32 517 537 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 23 998 568 გამოჯანმრთელებულია, 989 346 გარდაცვლილი.

ინფორმაციისთვის, ახალი კორონავირუსის გავრცელების შესახებ ჩინეთის ხელისუფლებამ ოფიციალური განცხადება 2019 წლის 31 დეკემბერს გააკეთა. ინფექციამ 213 ქვეყანა მოიცვა.

მიმდინარე წლის 11 მარტს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.