მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

WHO-ს პრეზიდენტი: მიუხედავდ დიდი იმედისა, Covid-19-ის ვაქცინა, შესაძლოა, ვერასდროს შევქმნათ

ვერცხლის ტყვია არ არსებობს
1596524354
COVID-19

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, მიუხედავად Covid-19-ის ვაქცინის შექმნის დიდი იმედისა, ის შესაძლოა, ვერასდროს იპოვონ. მისივე თქმით, ჯერჯერობით, ვერცხლის ტყვია არ არსებობს.

BBC-ის ინფორმაციით, WHO-ს პრეზიდენტმა ბრიფინგზე საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა სოციალური დისტანციის დაცვის, ხელის დაბანისა და ნიღბის ტარებისკენ.

„გააკეთეთ ეს ყველაფერი", - განაცხადა გებრიესუსმა.

ცნობისთვის, მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 18 მილიონს გადააჭარბა. დღევანდელი მონაცემებით, გარდაცვლილია 697,281 ადამიანი, 11 681 960 კი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება საქართველოს, როგორც მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov.ge-ზე ვკითხულობთ, ქვეყანაში კოვიდ-19 კიდევ 3-მა პაციენტმა დაამარცხა. განკურნებულთა საერთო რაოდენობა კი 962-ს შეადგენს. ამასთანავე, კარანტინის რეჟიმშია 7007, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 280 ადამიანი.

კოვიდინფექცია, რომელიც გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით, პირველად გასული წლის დეკემბერში გამოვლინდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ Covid-19 2020 წლის 11 მარტს პანდემიად აღიარა.