მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზუგდიდში კორონავირუსი 12 პირს დაუდასტურდა

კორონავირუსის გამანეიტრალებელი საშუალება
1601105512
COVID-19

ზუგდიდში გამოკვლეული პირებიდან კორონავირუსი 12 პირს დაუდასტურდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით ბოლო 24 საათის განმავლობაში 673 პირი გაიტესტა, მათგან 12-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ინფიცირებულებიდან 3 ზუგდიდის შემთხვევაა, ხოლო 9 არის ოკუპირებულ საბერიოს შემთხვევა. ზუგდიდის სამივე დადასტურებული შემთხვევა უკავშირდება ე.წ. ოქროს ბირჟის კლასტერს.

სულ რეგიონში, სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 68 მოქალაქეს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 63 ინფიცირებული პაციენტი, აქედან 5-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, ორი გამოჯანმრთელდა და მათგან ერთი არის საბერიოს მკვიდრია, მეორე კი ბათუმის.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება - 176 ადამიანი.