მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზუგდიდში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ზუგდიდი დეზინფექცია
1600588112
COVID-19

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, გამოკვლეულ 8 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.

მათგან ორი სენაკში გამოვლენილი შემთხვევის, ხოლო სამი ფოთში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია.

კორონავირუსი დაუდგინდა ასევე მცირეწლოვანს ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დედასთან ერთად გადაიყვანეს და ის რუხის კლინიკაში მკურნალობს. ორი შემთხვევა კი ე.წ. საბერიოს კლასტერიდანაა.

ეპიდემიოლოგები დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებს იკვლევენ აბაშაში, სადაც ორ პირს, რომელიც ბათუმში მუშაობს, ინფექცია დაუდგინდა. ამ დროისთვის მათი 8 კონტაქტი მოძიებულია.

ბოლო, 24 საათის განმავლობაში, რუხის კოვიდმიმღებ კლინიკაში 59-დან 17 ინფიცირებული პაციენტი გამოჯანმრთელდა.