მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზუგდიდში კორონავირუსისგან კიდევ 2 პაციენტი განიკურნა

სამეგრელო, რუხი
1590859273
COVID-19

ზუგდიდში, რუხის კლინიკაში მოთავსებული 11 ინფიცირებული პაციენტიდან კიდევ ორი გამოჯანმრთელდა. ორივე მათგანი კლინიკას ხვალ დატოვებს და თვითიზოლაციაში გადავა.

"შუახნის ქალი ჩვენთან 6 მაისს შემოვიდა, მამაკაცი თეთრიწყაროს კლასტერიდან კი 11 მაისიდან მკურნალობს აქ. ხვალიდან 9 ინფიცირებული პაციენტი გვეყოლება, ყველა ტრაილერის მძღოლის კლასტერია",- აღნიშნა რუხის საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ნიკოლოზ ქარცივაძემ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ კლინიკა კიდევ ორმა კოვიდინფიცირებისგან განკურნებულმა პაციენტმა დატოვა.