მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

1-ლი აგვისტოდან 29 ნოემბრამდე თხილის ექსპორტის ღირებულებამ 59.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

ექსპორტის ღირებულებამ 59.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

2020 წლის 1-ლი აგვისტოდან 29 ნოემბრამდე პერიოდში განხორციელდა 11 311 ტონა თხილის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 59.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული თხილის ექსპორტის მოცულობა 3 060 ტონით (37%) აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 18.7 მლნ აშშ დოლარით (46%) გაიზარდა. ამავე პერიოდში, თხილის საექსპორტო ფასი 7%-ით გაიზარდა.

სამინისტროს ინფორმაციით, ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, გერმანიაში (3 287 ტონა), იტალიაში (2 320 ტონა), ჩეხეთში (594 ტონა), ესპანეთში (352 ტონა), პოლონეთში (320 ტონა), ლიეტუვაში (311 ტონა), ბულგარეთში (300 ტონა), საფრანგეთში (218 ტონა), საბერძნეთში (97 ტონა), ესტონეთში (88 ტონა), ლატვიაში (84 ტონა), სლოვაკეთში (64 ტონა), ლუქსემბურგი (60 ტონა), ავსტრიასა (22 ტონა) და ხორვატიაში (10 ტონა).

ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა სომხეთი (572 ტონა), რუსეთი (540 ტონა), თურქეთი (530), ბელარუსი (284 ტონა), უკრაინა (198 ტონა), ბრაზილია (186 ტონა), ალჟირი (185 ტონა), კანადა (146 ტონა), საუდის არაბეთი (95 ტონა), მექსიკა (67 ტონა), სირია (50 ტონა), შვეიცარია (47 ტონა), უზბეკეთი (43 ტონა), იორდანია (38 ტონა), ერაყი (24 ტონა), დიდი ბრიტანეთი (22 ტონა), აშშ (19 ტონა) და სხვა.

ინფორმაციისთვის, 2016 წლიდან, აზიური ფაროსანას და სოკოვანი დაავადებების გავრცელების შედეგად, თხილის წარმოება (შესაბამისად ექსპორტი) მცირდებოდა და 2018 წელს მინიმალურ ნიშნულს, 17 ათას ტონას მიაღწია. 2020 წელს მიღებული მაღალი ხარისხის თხილის მოსავალი სახელმწიფო სტრატეგიის საფუძველზე, შესაბამისი სამსახურებისა და ფერმერების მიერ ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგია.