მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

1200 ლარიან კომპენსაციას უხელფასო შვებულებაში გაშვებული პირებიც მიიღებენ

კომპენსაცია

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა ანტიკრიზისული გეგმის შეღავათებზე საუბრისას კომპენსაციის გაცემის წესები დააზუსტა.

ლაშა ხუციშვილის განცხადებით კომპენსაციას მიიღებს ყველა ის დაქირავებით დასაქმებული, რომელსაც მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ხელფასის 1 ჩარიცხვა მაინც უფიქსირდება და შემდეგ ის შეუწყდა, როგორც სამსახურიდან გათავისუფლებულები ასევე უხელფასო შვებულებაში გაშვებული პირებიც. კომპენსაციის ჯამური ოდენობა 1200 ლარს შეადგენს, რომელიც 6 თვეზე გადანაწილდება.