მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

2020 წელს 70 კილომეტრი მაგისტრალური გზა გაიხსნება

რიკოთი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით აღმოსავლეთ-დასავლეთ დერეფანზე 208 კილომეტრი უკვე აშენებულის 140 კილომეტრზე  მშენებლობა მიმდინარეობს და 2020 წელს 70 კილომეტრი მაგისტრალური გზის გახსნა არის დაგეგმილი.

ირაკლი ქარსელაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დღეს, რიკოთის ისტორიულ, საუკუნის პროექტზე პირველი გვირაბი დღეს გაიჭრა.

„მთლიანობაში, 53 გვირაბი, 96 ხიდი - ეს არის ის, რაც უნდა აშენდეს 51 კილომეტრიან მონაკვეთზე. 2.5 მილიარდი ლარი არის ამ პროექტების ღირებულება და დღეს პირველი გვირაბი გაიჭრა და ამის პარალელურად, ჯამურად, 28 გვირაბზე მიმდინარეობს სამუშაოები. ასევე, შესაბამისი რაოდენობით უკვე 39 ხიდზე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები ბურჯების ამოყვანით, ხიმინჯების მოწყობით და სხვა მრავალი სამუშაოთი.

მნიშვნელოვანია ის, რომ მიუხედავად კოვიდ 19-ის გამოწვევისა, ამ შეზღუდვების ფარგლებში მიღწეული პროგრესი, რისი დადასტურებაც არის დღევანდელი დღე, 180 მეტრიანი პირველი გვირაბის გაჭრა არის დიდი მონაპოვარი. თუმცა, რა თქმა უნდა, უკვე შემუშავებულია გეგმა, ამ შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად, უფრო დიდი პროგრესი იქნას მიღწეული“, - აღნიშნა საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის, უშუალოდ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მცხოვრებთა ჩართულობა აღნიშნულ პროექტებში. ირაკლი ქარსელაძის განცხადებით,  70-დან 80 პროცენტამდე ჯამურად დასაქმებული არის საქართველოს მოსახლეობა.

„მთლიანობაში 2019 წელს 5 000 ადამიანი იყო დასაქმებული პროექტებში. ყველა მონაკვეთის ამოქმედებასთან ერთად ამ რიცხვის გაორმაგებას ველოდებით და შესაბამისად, უფრო მეტი ქართველი სპეციალისტის ჩართულობას ვგეგმავთ. მნიშვნელოვანია ის, რომ გარდა ყოველთვიური შემოსავლისა, რომელიც შრომის ბაზრის შესაბამისია, მნიშვნელოვანია ის უნარები, რასაც იძენენ ჩვენი თანამოქალაქეები, რაც მათ უკვე უახლოეს პერსპექტივაში კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდიან ბაზარზე.“ განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა.